FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  92

გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ფუნქციები.
1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია ბაზრის დაცვა და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.
2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ კანონის, გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად ახორციელებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებთან დაკავშირებულ საიმედო და ეფექტიან მომსახურებას, რაც შესაძლოა მოიცავდეს ბუნებრივი გაზის მიღებას, გათხევადებას, გადმოტვირთვას, გათხევადებული ბუნებრივი გაზის რეგაზიფიცირებას, აგრეთვე დაკავშირებული დამხმარე მომსახურებისა და რეგაზიფიცირების პროცესისთვის საჭირო გათხევადებული ბუნებრივი გაზის დროებით შენახვას.
3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
    ა) არ დაუშვას სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  92

ბ) მიაწოდოს ბუნებრივი გაზის სისტემის სხვა ოპერატორებს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და შენახვა;
    გ) მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ინფორმაცია;
    დ) უზრუნველყოს ამ კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის ვადით შენახვა და კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობა;
    ე) მიიღოს გონივრული ზომები სიმძლავრესთან დაკავშირებული უფლებებით თავისუფლად ვაჭრობისა და ამგვარი ვაჭრობის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  92

ვ) შეიმუშაოს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტით სარგებლობის ჰარმონიზებული ხელშეკრულება და პროცედურები პირველადი ბაზრისთვის, რათა ხელი შეუწყოს სიმძლავრით მეორეულ ვაჭრობასა და სისტემით მოსარგებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის შეტყობინების შემთხვევაში სიმძლავრესთან დაკავშირებული, პირველად ბაზარზე მოპოვებული უფლებების გასხვისების აღიარებას. ამგვარი ჰარმონიზებული ხელშეკრულებისა და პროცედურების შემუშავების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას.