FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

article  10

გარდამავალი დებულებანი.
1. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები 2011 წლის 15 აპრილიდან.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე (სააგენტოების დებულებების დამტკიცებამდე და სააგენტოების დირექტორების დანიშვნამდე) ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

article  10

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეები შესაბამის დარგებში. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შესაბამის დარგებში.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებმა ჩამოყალიბებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

article  10

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არა უგვიანეს 2011 წლის 15 აპრილისა უზრუნველყოს:
    ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების დებულებების დამტკიცება და სააგენტოების დირექტორების დანიშვნა;
    ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებისთვის;
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

article  10

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურებების სახეების, ვადების, საფასურების განაკვეთების, ასევე საფასურების გადახდისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცება.