Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 268 თანმხლები დოკუმენტები. 1. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის იმპორტირებული ნიმუშის საქართველოს ტერიტორიაზე შეძენა, გაყიდვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონვენციითა და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების თანხლებით. აღნიშნული ნიმუშის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტები ახალ მფლობელს გადასცეს. 2. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული დოკუმენტების გარეშე განხორციელება აკრძალულია, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. 3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ტრანზიტის შესაბამისი საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიერ გაცემული, კონვენციით გათვალისწინებული თანმხლები დოკუმენტების გარეშე განხორციელება. |
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 268 4. თუ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის გადაადგილება ხდება კონვენციითა და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ვალდებულია დააკავოს ეს ნიმუში და ამის შესახებ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. |