Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სამრეწველო ემისიების შესახებ article 14 ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. 1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში, გაიცემა ამ კანონის მე-15−მე-17 მუხლებით დადგენილ ვადებში. 2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. 3. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განაცხადი. 4. განაცხადის რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში: ა) სააგენტო უზრუნველყოფს საექსპერტო კომისიის შექმნას; |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 14 ბ) სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების, აგრეთვე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას, აგრეთვე უზრუნველყოფს აღნიშნული განაცხადის, დოკუმენტებისა და ცნობის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 14 5. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ. სააგენტოს შეუძლია საქმიანობის განმახორციელებელს, ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, მოსთხოვოს დამატებითი მონაცემების წარდგენა, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ან/და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობის ანგარიში, თუ ამგვარი მონაცემები გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია. დამატებითი მონაცემების წარდგენამდე, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ვადები ჩერდება. დამატებითი მონაცემების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. 6. სააგენტო განაცხადს ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განიხილავს. ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 14 7. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამავე კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენიშვნების ან დასაბუთებული უარის წარუდგენლობის შემთხვევაში სათანადო საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ითვლება და სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი გადაწყვეტილება. |