Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 25 საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების შრომის ანაზღაურება. 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და მის მიერ დაფუძნებულ/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და რომლებიც არ არიან ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4–მე-9 პუნქტებით განსაზღვრული პირები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 25 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან/და მათ მიერ დაფუძნებულ/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და რომლებიც არ არიან ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული პირები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ დგინდება არც ამ კანონის შესაბამისი მუხლებით და არც სპეციალური კანონმდებლობით, განისაზღვრება შემდეგი წესით: |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 25 ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს; |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 25 გ) მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) დაფინანსებაზე მყოფი ან/და მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 25 ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-1 მუხლით დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივ სარგოს. 5. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევათ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 25 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო არ ჰყავს, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და ზღვრული ოდენობის ფარგლებში, თავად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 8. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების თანამდებობების/პოზიციების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესი. |