Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თამასუქის შესახებ article 49 შუამავლის აქცეპტი. 1. შუამავალს შეუძლია აქცეპტება გაუკეთოს თამასუქს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აქცეპტს დაქვემდებარებული თამასუქის მფლობელს უფლება აქვს წარადგინოს რეგრესული სარჩელი თამასუქის გადახდის ვადის გასვლამდე. 2. თუ თამასუქში მითითებულია შუამავალი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია თამასუქის აქცეპტება ან გადახდა გადახდის ადგილის მიხედვით, მფლობელს შეუძლია გადახდის ვადის გასვლამდე ისარგებლოს რეგრესის უფლებით შუამავლის მითითებული პირის მიმართ და ამ მითითების ხელმომწერ პირთა მიმართ, თუ მფლობელმა წარუდგინა თამასუქი შუამავალს, ხოლო ამ უკანასკნელის უარი აქცეპტის თაობაზე გაფორმებულია პროტესტის ოქმით. 3. სხვა შემთხვევაში მფლობელს შეუძლია არ მიიღოს შუამავლის აქცეპტი, მაგრამ თუ იგი თანახმაა ასეთ აქცეპტზე, მაშინ კარგავს რეგრესის უფლებას, რომლითაც სარგებლობს გადახდის ვადამდე იმ პირის მიმართ, რომლის მაგივრადაც იყო შესრულებული აქცეპტი და ხელმომწერი ინდოსანტის მიმართ. |