FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  8

გარდამავალი და დაკვნითი დებულებანი.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველყოს თავისი წესდების ამ კანონთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებამდე ძალაში დარჩეს პალატის წესდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით.
4. აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე ან/და 50 წევრზე მეტი წევრის გაწევრიანებამდე, პალატის საერთო კრება შედგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებისაგან, ხოლო 50 წევრზე მეტი წევრის გაწევრიანების შემდეგ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრების შემადგენლობა შეიძლება განისაზღვროს არჩეული დელეგატებით. 5 . ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2011 წლის 19 სექტ ემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“.