Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის შესახებ article 75 წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანები. 1. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანაა წყლის მდგრადი გამოყენება, წყლისა და გარემოს დაცვა, წყალსარგებლობის პროცესში წარმოშობილი ურთიერთობის სახელმწიფო რეგულირება, მიწისქვეშა წყლების სარესურსო ბაზის შექმნა. 2. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანათა შესასრულებლად ხდება: ა) წყლის ამოღების დასაშვები ოდენობის დადგენა; ბ) წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვების და მათში გამაბინძურებელი ნივთიერებების ოდენობის დადგენა; გ) მიწისქვეშა წყლების სარესურსო ბაზის განვითარება; დ) წყალსარგებლობის ეკონომიკური საფუძვლების განსაზღვრა; ე) წყლის შესწავლის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების, წყალსარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების სფეროში სტანდარტებისა და ნორმების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა. |