Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამრეწველო ემისიების შესახებ article 6 ემისიის ზღვრული მნიშვნელობები. 1. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს, რომელიმე კონკრეტული ტექნიკის ან ტექნოლოგიის გამოყენების მოთხოვნის გარეშე. 2. ამ კანონის II დანართით განსაზღვრული დამაბინძურებელი ნივთიერებებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობით. 3. ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სპეციალური წესები წვის დანადგარებისთვის, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებისთვის, ასევე იმ საქმიანობებისთვის, რომლებიც ორგანულ გამხსნელებს იყენებენ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებებით. 4. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში საქმიანობისთვის განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ემისიის დონეებს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება ემისიის გარემოში მოხვედრის წერტილისთვის. აღნიშნული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ამ წერტილამდე ნივთიერებების განზავება. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 6 6. სააგენტო უფლებამოსილია ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დამატებით შეავსოს ან შეცვალოს ეკვივალენტური პარამეტრებით ან ტექნიკური ღონისძიებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს დაცვის ეკვივალენტურ დონეს. 7. თუ გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები მოითხოვს უფრო მკაცრ პირობებს, ვიდრე ის პირობები, რომლებიც მიიღწევა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვით/გამოყენებით, სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დაადგინოს დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის უფრო მკაცრ პირობებს მოიცავდეს. |