Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო ენის შესახებ article 7 განათლების ენა. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას. განათლების არასახელმწიფო და ეროვნული უმცირესობის ენებზე მიღების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ არააფხაზურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში – აგრეთვე აფხაზური ენის), როგორც საგნის, სწავლება სავალდებულოა. 3. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის პირებს შესთავაზოს ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არააფხაზურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი. |