Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სოციალური მუშაობის შესახებ article 10 თანაზომიერების პრინციპი. 1. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. 2. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. 3. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ქმედების ადრესატს, ისე სხვა პირს. 4. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. |