FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

article  17

1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
    ა) განცხადებას, რომელშიც მითითებულია სელექციონერის სახელი და მისამართი;
    ბ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემოთავაზებულ დასახელებას;
    გ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში – ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად ზოოლოგიურ, კონსტიტუციურ-ექსტერიერულ ნიშან-თვისებებსა და სამეურნეო დახასიათებას, ხოლო მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში – მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, ძირითად მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ და ბოტანიკურ ნიშან-თვისებებს;
    დ) ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ფოტოგამოსახულებას;
    ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, გამოცდის ჩამტარებელ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები;
    ვ) იმ თარიღის მითითებას, როდესაც შესაბამისად ცხოველის ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალა გამოყენების მიზნით გაიყიდა ან სხვაგვარად გადაეცა სხვა პირს სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით.
2. ცხოველის ან მცენარის ერთ ახალ ჯიშზე შეიტანება ერთი განაცხადი.
3. თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მეშვეობით, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

article  17

4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ სხვა ენაზე. ამ საგანაცხადო მასალის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა 3 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მისი ქართული თარგმანი.
5. თუ განაცხადი შეტანილია უფლებამონაცვლის მიერ, მას განაცხადის შეტანის დღიდან 1 თვის განმავლობაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
6. ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი საბუთებისა და მასალების შესაბამის ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება წყდება.