Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 27 ვ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისთვის და ფინანსური მართვისა და კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირებისთვის პერიოდულად სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების დაგეგმვას, მათ ხელშეწყობას და მათი საქმიანობის კოორდინაციას; ზ) შიდა აუდიტის სუბიექტისთვის ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, შიდა აუდიტის სუბიექტში დასანიშნი მინიმალური საკადრო რესურსისა და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შიდა აუდიტორის ინტერესთა კონფლიქტის წესების, შიდა აუდიტის ხარისხის გარანტიისა და შიდა აუდიტის ანგარიშგების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ; თ) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასებასა და მონიტორინგს; ი) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის სტრატეგიის, მეთოდოლოგიის და მათი სახელმწიფო სექტორში განხორციელების საკითხებზე რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას; კ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შემუშავებას და ყოველი წლის 31 მარტამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენას, რომელიც, თავის მხრივ, ამ ანგარიშს საქართველოს მთავრობას წარუდგენს; |
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 27 ლ) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვას. მუხლი 27-1. შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ჩართულობისა და კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, საჭიროებათა ანალიზის განსახორციელებლად და სხვა მიზნით შექმნას შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები. ამ ჯგუფების შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. |
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 27 ჰარმონიზაციის ცენტრი. 1. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ისე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებას, კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას. ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე. 2. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განახლებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ელემენტების ხარვეზების ანალიზს, განვითარების შეფასებას და სამოქმედო გეგმას; ბ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შემუშავებას; გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის შემუშავებას, მის შემდგომ განახლებასა და დახვეწას; დ) შიდა აუდიტის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შექმნას, მათ შემდგომ განახლებასა და დახვეწას; ე) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სფეროებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა ჰარმონიზაციის ცენტრებთან ურთიერთობების დამყარებასა და თანამშრომლობას; |