Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ article 1 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომ − ქ. თბილისი) ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი, მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება, აგრეთვე მწვანე ნარგავების კატეგორიის შეცვლა აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, აგრეთვე სახელმწიფო ტყისთვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფართობების ამორიცხვა − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისთვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი ტყით სპეციალური სარგებლობისთვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისთვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს მუნიციპალური ტყის მართვის ორგანო. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2317 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. |