Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ article 9 სააგენტოს ქონება და დაფინანსება. 1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საფასური; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. 5. საფასური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. |