Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ამნისტიის შესახებ article 7 1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 133-1 მუხლით, 364-ე მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის დაფარვა), 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის შეუტყობინებლობა), 378-ე−379-ე მუხლებითა და XXII, XXXVII−XXXIX და XLVII თავებით. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №339 დადგენილებით განსაზღვრულმა პირმა ჩაიდინა. |
ამნისტიის შესახებ article 7 3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. 4. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. |