Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 23 დონორის შესაბამისობა. 1. სისხლის ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს და რომელსაც გავლილი აქვს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურები. 2. დონორი შეიძლება იყოს 18 წლიდან 65 წლამდე პირი. 17 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღება დასაშვებია მხოლოდ მისი და მისი მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს და ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების (მათ შორის, დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების შემოწმების) პროცედურები უნდა განხორციელდეს სისხლისა და მისი კომპონენტების ყველა დონორის (მათ შორის, ავტოლოგიური დონორების) მიმართ. სისხლის დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ დონორი აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებულ დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს. |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 23 4. დონორის შესაბამისობის შეფასება უნდა განხორციელდეს და მასთან გასაუბრება უნდა ჩატარდეს ყოველი დონაციის წინ. უფლებამოსილი სამედიცინო პერსონალი ვალდებულია დონორისგან მიიღოს მისი შესაბამისობის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია, ხოლო დონორი ვალდებულია უფლებამოსილ სამედიცინო პერსონალს სრულად მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. დონორის შესაბამისობის შესახებ ჩანაწერსა და საბოლოო შეფასებას ხელი უნდა მოაწეროს უფლებამოსილმა კვალიფიციურმა პირმა. 5. დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების შედეგები, აგრეთვე სისხლისა და მისი კომპონენტების ლაბორატორიული ტესტირების შედეგები დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს, ხოლო დონორის დაწუნების შედეგები მას სისხლის დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა უნდა აცნობოს. დონორის შესაბამისობის შეფასების შედეგების მიხედვით დონორის დაწუნების კრიტერიუმები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო სისხლისა და მისი კომპონენტების ლაბორატორიული ტესტირების შედეგად დონორის დაწუნების შემთხვევაში დონორისთვის ამის შესახებ შეტყობინების წესი და პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 6. დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. |