Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 88 გარდამავალი დებულებები. 1. 2024 წლის 1 მარტამდე პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად. 2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი თავისუფლდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან იმ გამაფრთხილებელ ნიშნებთან მიმართებით, რომლებიც მან 2024 წლის 1 მარტამდე განათავსა. 3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან იმ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისთვის და შეიქმნა 2024 წლის 1 მარტამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2024 წლის 1 მარტის შემდეგ ეს პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად განახლდა და იმავე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არ მოითხოვს გაუმართლებელი ხარჯების გაწევას. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა 2024 წლის 1 მარტამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 88 ა) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი. ეს ნორმატიული აქტი გამოიცემა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით; ბ) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის შესახებ; გ) იმ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, განსაზღვრონ/დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი. |