Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 7 უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნა. 1. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. 2. უმაღლესი საბჭოს არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. 3. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. 4. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა (შესაბამისი სამართლებრივი აქტი) ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. |