Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 46 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია. 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია ამტკიცებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობებს და ფორმას. იგი შეიძლება შეივსოს სხვა პირობებითაც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს. 3. დაშვებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის შემდეგი სახეობები: ა) გენერალური ლიცენზია; ბ) ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია. 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა პირადად ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეზე, რომელსაც ეკრძალება გენერალური და ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის გასხვისება. 5. გენერალურ ლიცენზიას გასცემს სამინისტრო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე სამონადირეო სავარგულების ფარგლებში ნადირობისათვის, სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად და თევზის მეურნეობის შიდა წყალსატევების ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიქტებით სპეციალური სახეობით სარგებლობისათვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია უნდა შეიცავდეს: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის მონაცემებს; |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 46 ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დაშვებულ სახეობებს; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს, რომელზეც გაცემულია ლიცენზია; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადას; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ან წყალსატევის ფართობს, საზღვრებს (კოორდინატებს) და დასახელებას; ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გამოყოფილი ტერიტორიებით და წყალსატევებით სარგებლობის პირობებს; ზ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტებისა და ლიმიტების ზღვრულ მნიშვნელობას; თ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისთვის გადასახადის ოდენობას და გადახდის წესს. 7. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობისათვის, გარკვეულ ტერიტორიებზე (მათ შორის აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში), კონკრეტული ვადით და სარეწაო თევზჭერაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინეტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 8. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია სარგებლობის სახეობების მიხედვით უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 46 9. ერთჯერად სახელობით ლიცენზიას სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში, რომლებიც უკვე გადაცემულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის, გასცემენ ამ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელები, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ხოლო ამ ტერიტორიის გარეთ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში _ სამინისტრო. 10. ლიცენზია ძალაში შედის სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან. |