Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 153 წახალისება სამსახურში წარმატებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის. 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა, ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღის ჯილდოდ გადაცემა; დ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურის უფროსმა შეიძლება წარადგინოს სახელმწიფო ჯილდოზე. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით, წახალისების სახით შეიძლება დამატებით დაწესდეს უწყებრივი ჯილდოები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახეები სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის შეიძლება აგრეთვე შესაბამისად გამოყენებულ იქნეს იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 153 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |