Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 1561 მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი. 1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ამ მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამის ტერიტორიაზე განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებები: ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. |
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 1561 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ასევე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იმავე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით მიანიჭოს აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებების განხორციელების უფლებამოსილება: გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა. |
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 1561 3. ამ მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობა. 5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, აგრეთვე განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობა. 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით. 7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. |
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 1561 8. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობის უფლებით. 9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება მუნიციპალიტეტის მერთან. 10. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებას/დასახლების ნაწილს/დასახლებათა ერთობლიობას მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |