Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 8 უმაღლესი საბჭოს სტატუსი. 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს უმაღლესი საბჭოს წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს უმაღლესი საბჭო. რეგლამენტს აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. |