Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 42 ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი. 1. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. 2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შესაბამისი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში შეიტანოს ნორმატიული აქტის აღსრულების საკითხი. ეს საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის გამართვის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს: ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით; ბ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზნით სათანადო ცვლილების მომზადების შესაბამისი კომიტეტისთვის დავალება. |