Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 23 სახელმწიფო მოსამსახურის სახელფასო დანამატი. 1. სახელმწიფო მოსამსახურეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. 2. სახელმწიფო მოსამსახურეს სახელფასო დანამატი ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. 3. იმ სახელმწიფო მოსამსახურისთვის სახელფასო დანამატის განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელიც იმავდროულად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელია, ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – თავად სახელმწიფო მოსამსახურის გადაწყვეტილებით. |