FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ტურიზმის შესახებ

article  36

ტურისტული გიდი.
1. საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის მომსახურება  ხორციელდება ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ტურისტული გიდი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
3. ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ტურისტული გიდის სერტიფიცირების მიმართულებით.
4. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება, აგრეთვე მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაზიარება.
5. იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ტურისტული გიდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.