FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  30

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი (ექსპორტი).
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის (ექსპორტის ) განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი საქმიანობისა და ნებართვის მქონე იურიდიულ პირს . [1 -1. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  30

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი (ექსპორტი). . 2. ნარკოტიკული საშუალების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი შეთანხმება და ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს წინასწარი შეთანხმება და ნებართვა, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო.
4. ნარკოტიკული საშუალების წინასწარი ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანის ან ფსიქოტროპული ნივთიერების წინასწარი ნებართვის გარეშე იმპორტის მცდელობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს ტვირთის დაბრუნებას მიმწოდებლის ხარჯით. 5 . სანებართვო მოწმობის გაცემამდე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი (ექსპორტი ) წინასწარ თანხმდება ექსპორტიორი (იმპორტიორი ) ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან , რისთვისაც კომპეტენტური ორგანო გასცემს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  30

6 . წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს ყველა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმპორტი (ექსპორტი) , აგრეთვე საქართველოში წარმოებული პრეპარატების ექსპორტი , მიუხედავად იმისა, შეტანილია თუ არა ისინი სიებში . 7 . წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა იმ შემთხვევაშიც , თუ ამას მოითხოვს მწარმოებელი ან/და ექსპორტიორი (იმპორტიორი ) ქვეყანა , მიუხედავად იმისა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოში ექვემდებარება თუ არა სპეციალურ კონტროლს . 8 . წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში უნდა მიეთითოს :
    ა ) იმპორტიორი (ექსპორტიორი ) ორგანიზაციის დასახელება , მისი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები ;
    ბ ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საერთაშორისო არარეგისტრირებული (გენერიკული ) და სავაჭრო დასახელებები (თუ ასეთები არსებობს );
    გ ) საიმპორტო (საექსპორტო ) რაოდენობა (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში – წამლის ფორმა , დოზის ერთეული , რაოდენობა );
    დ ) ტრანსპორტის სახეობა , რომლითაც ხორციელდება ტვირთის საქართველოში შემოტანა (საქართველოდან გატანა );
    ე ) იმპორტის (ექსპორტის ) მიზანი ;
    ვ ) დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  30

9 . ექსპორტის შემთხვევაში წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში დამატებით უნდა მიეთითოს იმპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ეროვნული კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი საიმპორტო შეთანხმების დოკუმენტის ნომერი და მისი გაცემის თარიღი . 10 . ამ წესის ფარგლებში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტი , რომელთაც გაუვიდათ საქართველოში რეგისტრაციის ვადა . 11 . სასწავლო , სამეცნიერო - კვლევითი , საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის უფლებამოსილების მქონე იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, განახორციელონ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტი , შესაბამისად , მხოლოდ სასწავლო , სამეცნიერო - კვლევითი , საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობის განსახორციელებლად . ამ შემთხვევაში იმპორტი ხორციელდება მხოლოდ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და დამატებით სანებართვო დოკუმენტის გაცემას არ საჭიროებს . 12 . საქართველოში წარმოებული იმ პრეპარატების ექსპორტი, რომლებიც არ არის შეტანილი სიებში , ხორციელდება წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე და დამატებით სანებართვო მოწმობის გაცემას არ საჭიროებს .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  30

13. საიმპორტო (საექსპორტო) ოპერაციის დასრულებისთანავე შესაბამისი საბაჟო ორგანო კომპეტენტურ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტის (ექსპორტის) შესახებ, ფაქტობრივად იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ნივთიერებათა დასახელების, რაოდენობისა და იმპორტის (ექსპორტის) განხორციელების თარიღის მითითებით. 14 . კომპეტენტური ორგანო ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მომართვის შემთხვევაში საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით აწვდის მას ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებულ ნივთიერებათა დასახელებისა და რაოდენობის შესახებ .
15. საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან ნარკოტიკულ საშუალებას, აგრეთვე იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებისთვის განკუთვნილ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რომელთაც არ ახლავთ შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, დააკავებს საბაჟო ორგანო.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  30

16 . სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საექსპორტო ოპერაციის განხორციელების შემდეგ კომპეტენტური ორგანო იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით გამოითხოვს ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტის დასახელების , რაოდენობისა და იმპორტის განხორციელების თარიღის შესახებ .
17. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან ექსპორტის საბაჟო პროცედურის განხორციელებისას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ფაქტობრივ რაოდენობასა და სანებართვო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საბაჟო ორგანო აკავებს საქონელს და ამის თაობაზე აცნობებს კომპეტენტურ ორგანოს, რის შემდეგაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  30

18. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების იმპორტისა და ექსპორტის წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 19 . IV სიაში შეტანილი პრეკურსორის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .
20. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხას, რომლებიდანაც ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 21 . საფოსტო გზავნილით ნებადართულია :
    ა ) საექსპერტო დანიშნულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ;
    ბ ) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ნიმუშების , რეფერენს - სტანდარტებისა და ეტალონური სტანდარტული ნიმუშების იმპორტი და ექსპორტი .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

article  30

22 . საქართველოში სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციის დროს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა (საქართველოდან გატანა ) ხორციელდება წინასწარი შეთანხმების გარეშე . ამ დროს შემოტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალების ლეგალურ ბრუნვაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის რეჟიმი . 23 . თავისუფალ პორტებსა და ზონებში (თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვაზე დაწესებულია ისეთივე ზედამხედველობა და კონტროლი , როგორიც საქართველოს ტერიტორიის სხვა ნაწილებში , თუმცა დასაშვებია უფრო მკაცრი ზომების მიღებაც . საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №918– ვებგვერდი, 02.07.2025წ.