Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 39 ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ითვლება. 1. თუ ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს ამ სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევისა. 2. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ამ კოდექსის 150-ე, 150-2, 166-ე, 166-2, 173-ე, 173-16 და 174-1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან 1 წლის გასვლის შემდეგ. |