Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო ენის შესახებ article 9 საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში. 1. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, სახელმწიფოს მოსთხოვოს სახელმწიფო ენის დაცვისათვის, შესწავლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა. 2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას. |