Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 43 კანონქვემდებარე აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება. 1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შეამოწმოს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა. იგი შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 43 2. კომიტეტი ამოწმებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. თუ აღნიშნული დავალებების შესასრულებლად ვადა არ არის დადგენილი, ვადას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას კომიტეტი უდგენს. კომიტეტი ამ პუნქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად აწვდის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას შეისწავლის და 3 თვეში ერთხელ წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავალების ან რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომიტეტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. |