Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ article 9 სამეცნიერო საბჭო. 1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არიან პირები, რომლებსაც უკავიათ უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობები (პროფესორები და ემერიტუს პროფესორები) და რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით. 2. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭო. 3. სამეცნიერო საბჭო: ა) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას; გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას; დ) უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს; ე) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |