Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 41 თხევად აირმზიდ ტანკერზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები. 1. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთთან ან სატვირთო აღჭურვილობასთან დაკავშირებით სპეციფიკური ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესრულების მიზნით ოფიცრებსა და რიგითებს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატები. 2. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 41 3. თხევად აირმზიდ ტანკერზე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის, ტრანზიტისთვის, ზედამხედველობისთვის, ტანკერის რეცხვისა და ტვირთთან დაკავშირებული სხვა ოპერაციებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს უნდა ჰქონდეთ თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი. 4. თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს. 5. პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნის სერტიფიცირებისთვის ასევე: |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 41 ა) უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს თხევად აირმზიდ ტანკერზე სულ მცირე 1-თვიანი აღიარებული შტატგარეშე ნაოსნობის პრაქტიკა, რომელიც მოიცავს კაპიტნის ან გამოცდილი ოფიცრის ზედამხედველობით განხორციელებულ სულ მცირე 3 დატვირთვისა და 3 გადმოტვირთვის ოპერაციებს, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერებით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, კონვენციის B-V/1 ნაწილის რეგლამენტების გათვალისწინებით; ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული სპეციალიზებული კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 6. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 41 მუხლი 41-1. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები 1. მეზღვაური ვალდებულია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე დასაქმებამდე გაიაროს ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წვრთნები თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. 2. გემთმფლობელი ვალდებულია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მომსახურე მეზღვაურს გემზე გამწესებამდე გააცნოს შესაბამისი გემი და მისი აღჭურვილობა კონვენციის I/14 რეგლამენტის 1.5 პუნქტის შესაბამისად. 3. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მომსახურე მეზღვაურს, რომელიც პასუხისმგებელია საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის, უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი. 4. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბაზისო წვრთნა. 5. თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელ მეზღვაურს აქვს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების ან მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს კონვენციის A-V/3 რეგლამენტის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 6. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, პირს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საწვავისა და საწვავის სისტემების მოვლისა და გამოყენებისთვის, უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი. 7. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გავლილი უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსი და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს; ბ) უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე არანაკლებ 1 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 საბუნკერო ოპერაციას. მათგან 2 ოპერაცია შეიძლება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღიარებული საბუნკერო ოპერაციების სიმულატორის წვრთნით ჩანაცვლდეს. 8. თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, სხვა პირს აქვს კომპეტენციის სერტიფიკატი STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი კომპეტენციის სტანდარტის შესაბამისად და იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-V/3 რეგლამენტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან მონაწილეობდა თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 სატვირთო ოპერაციაში; გ) აქვს არანაკლებ 3 თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი შემდეგი ტიპის გემზე: გ.ა) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე; გ.ბ) ტანკერზე, რომელსაც აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავი ტვირთის სახით გადააქვს; გ.გ) გემზე, რომელიც აირს ან დაბალი ფეთქებადობის საწვავს საწვავად იყენებს. 9. სააგენტო ვალდებულია გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მეზღვაურზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება. 10. მეზღვაურმა, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს სათანადო წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 41 მუხლი 41-2. პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციისთვის კაპიტნისა და კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები 1. პოლარულ წყლებში მცურავი გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საბაზისო წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და იგი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს. 3. პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად. 4. პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უნდა აკმაყოფილებდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს; ბ) უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მოვალეობების შესრულებით ან შესრულებული უნდა ჰქონდეს სავახტო ფუნქციები ექსპლუატაციის დონეზე; გ) გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალიზებული წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს. 5. სააგენტო ვალდებულია გასცეს კვალიფიკაციის სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. |