Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 28 1. მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში – „წარმომადგენლობა“) წარმოადგენს მთავრობის გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას. 2. წარმომადგენლობა იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. 3. წარმომადგენლობა იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით. 4. წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას მთავრობა ახორციელებს მთავრობის აპარატის მეშვეობით. 5. წარმომადგენლობის დებულებაზე, რომელსაც მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვრცელდება ამ კანონის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. 6. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მთავრობასთან შეთანხმებით. 7. წარმომადგენლობის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. 8. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე – წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადით. |