FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  24

დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია.
1. სისხლის დაწესებულება ვალდებულია დონორს მიაწოდოს ამომწურავი და ადვილად გასაგები ინფორმაცია (მათ შორის, წერილობითი ინფორმაცია) სისხლის დონორობისა და სისხლის დონაციის შესახებ (მათ შორის, დონორისგან ასაღები სისხლისა და სისხლის კომპონენტის რაოდენობის თაობაზე), აგრეთვე დონაციის რისკების, შესაძლო რეაქციებისა და მისი ჯანმრთელობისთვის შესაძლო სხვა შედეგების, ლაბორატორიული ტესტირების შესაძლო შედეგების, დონორის თაობაზე პერსონალური მონაცემების დაცვისა და მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ამასთანავე, სისხლის დაწესებულება ვალდებულია დონორისგან მიიღოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.
2. სისხლის დაწესებულებამ, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული დონორისა და რეციპიენტის შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ყველა ზომა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაციისა და დონორისგან მისაღები ინფორმაციის სახეობები, აგრეთვე მათი მიწოდებისა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.