Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სამრეწველო ემისიების შესახებ article 13 6. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განაცხადით მოითხოვოს ამ კანონის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობასა და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ სხვა საქმიანობაზე ერთი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები ერთსა და იმავე ადგილზე ხორციელდება და უშუალოდ (მათ შორის, ტექნიკურად) ურთიერთდაკავშირებულია. 7. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს 5 000 ლარს. 8. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევისას ადმინისტრაციული წარმოების დროს, დამატებით: ა) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურია 2 500 ლარი; ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურია 5 000 ლარი. 9. განაცხადის განხილვასა და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევებში გადახდილი მოსაკრებელი არ ბრუნდება. მომსახურების გაწევის საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 10. განაცხადის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 13 ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია. 1. განაცხადი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად (შემდგომ − განაცხადი) და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარედგინება. 2. განაცხადი, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად); ბ) ინფორმაციას საქმიანობისა და გამოყენებული მოწყობილობის/დანადგარების შესახებ; გ) ინფორმაციას ნედლეულის, დამხმარე და სხვა მასალების, ასევე მოხმარებული/წარმოებული ენერგიის შესახებ; დ) ინფორმაციას ემისიის წყაროს, პროგნოზირებადი ემისიებისა და მათი გარემოზე ზემოქმედების შესახებ; ე) ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ საბაზისო ანგარიშს (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ინფორმაციას შემოთავაზებული ტექნოლოგიის, მათ შორის, ემისიის პრევენციის ან, სადაც ეს შეუძლებელია, მისი შემცირებისთვის გამოყენებული ტექნიკის შესახებ; ზ) ნარჩენების მართვის საკითხებს, მათ შორის, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებებს; |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 13 თ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას სხვა დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც იგეგმება ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით; ი) გარემოში ემისიების მონიტორინგის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს; კ) შეთავაზებული ტექნოლოგიის, ტექნიკისა და ღონისძიებების შესწავლილ ძირითად ალტერნატივებს; ლ) საქმიანობის შეწყვეტისას საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენასთან, რემედიაციასა და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებულ შეთავაზებულ ღონისძიებებს; მ) ამ პუნქტის „ა“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე არატექნიკურ რეზიუმეს. 3. განაცხადს უნდა დაერთოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში, ასევე დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 13 4. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაცხადს ასევე უნდა დაერთოს ამავე კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის შემთხვევაში განაცხადში ასევე ასახული უნდა იქნეს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წყალსარგებლობის ვადა და პირობები განისაზღვრება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლითა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით. 5. განაცხადში ასახული ინფორმაცია საჯაროა. თუ განაცხადი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ ინფორმაციას, იგი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |