FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  9

1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:
    ა) საქართველოს პრეზიდენტი;
    ბ) საქართველოს პარლამენტის წევრები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვე);
    გ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებისა) და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა (ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
    დ) (ამოღებულია - 17.07.2025, №39-რ.ს);
    ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;
    ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;
    ზ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;
    თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
    ი) მოსამართლეები;
    კ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; ლ)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;
    მ) (ამოღებულია - 17.07.2025, №39-რ.ს);
    ნ) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები;
    ო) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი;
    პ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;
    ჟ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს უსკოს თავმჯდომარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  9

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 5 თებერვლის კანონი №120 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 13.02.2015წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი,  18.07.2025წ.