Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ article 11 სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი ურთიერთობები. 1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. 2. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს პირი, რომლის ასაკი 65 წელს აღემატება. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩეული/დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას. 21. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დაწესებულების სამეცნიერო საბჭო. 3. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) (ამოღებულია - 27.11.2015, №4584); ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. |