Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 6 ფინანსური უზრუნველყოფა. 1. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ad hoc გადაწყვეტილებით, ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველომ შეიძლება იკისროს საქართველოს ტერიტორიაზე სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება. 2. საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები გამონაკლისის სახით შეიძლება საქართველომ აანაზღაუროს იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყანა უარს აცხადებს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე და ასეთი თანამშრომლობის განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში. |