Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 42 პენსიის გაცემა ბენეფიციარისთვის. 1. მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო სქემაში გაწევრებისას ბენეფიციარად განსაზღვროს ნებისმიერი მესამე პირი, რომელსაც მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში გადაეცემა მონაწილის უფლებები საპენსიო აქტივებზე (საპენსიო დანაგროვზე). ამ შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მესამე პირის იდენტიფიცირება ყველა საჭირო ფორმით. მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო სქემაში მონაწილეობის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეცვალოს მის მიერ საპენსიო სქემაში გაწევრებისას განსაზღვრული ბენეფიციარი. 2. მესამე პირის ბენეფიციარად განსაზღვრა უნდა მოხდეს სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი დოკუმენტით. 3. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის მიერ განსაზღვრულ ბენეფიციარს ეცნობება მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო აქტივებზე მისი უფლებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეუძლია ერთ-ერთი შემდეგი გზით: ა) გადაიტანოს აღნიშნულ პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვი საკუთარ პირად საპენსიო ანგარიშზე; ბ) პირადი საპენსიო ანგარიშის არქონის შემთხვევაში გახსნას ასეთი ანგარიში აღნიშნული საპენსიო სქემის ფარგლებში; გ) გაიტანოს (მიიღოს) პენსია. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 42 4. თუ მონაწილეს არ განუსაზღვრავს ბენეფიციარი ან მის მიერ განსაზღვრული ბენეფიციარი გარდაიცვალა, მონაწილის გარდაცვალებისას მის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო აქტივებზე უფლებები გადაეცემა (გადაეცემათ) მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ეცნობება (ეცნობებათ) მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო აქტივებზე მისი (მათი) უფლების შესახებ, რომლის განხორციელებაც შეუძლია (შეუძლიათ) ერთ-ერთი შემდეგი გზით: ა) გადაიტანოს (გადაიტანონ) აღნიშნულ პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვი საკუთარ პირად საპენსიო ანგარიშზე; ბ) პირადი საპენსიო ანგარიშის არქონის შემთხვევაში გახსნას (გახსნან) ასეთი ანგარიში აღნიშნული საპენსიო სქემის ფარგლებში; გ) გაიტანოს (გაიტანონ) (მიიღოს (მიიღონ)) პენსია. 5. თუ პენსიის გაცემა დაწყებულია ამ კანონის შესაბამისად პროგრამული გატანის ფორმით, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში დარჩენილი თანხა გაიცემა მემკვიდრეზე/ბენეფიციარზე ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად. 6. თუ პენსიის გაცემა დაწყებულია ანუიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში შესაბამის საპენსიო დანაგროვზე უფლებები განისაზღვრება ანუიტეტის ხელშეკრულებით. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 42 7. პენსიის მემკვიდრეზე/ბენეფიციარზე გაცემის შემთხვევაში მას სრულად მიენიჭება მონაწილისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათები. |