FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  78

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. 2017 წლის 1 თებერვლამდე სამინისტრომ შეიმუშაოს და მინისტრმა დაამტკიცოს:
    ა) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი;
    ბ) თავშესაფრის პროცედურა;
    გ) მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი;
    დ) თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი;
    ე) ამ კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები.
3. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის – სამგზავრო პასპორტის ფორმა და გაცემის წესი.