FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  13

1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/ დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  13

2. მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.
3. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით.
4. მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.