Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 12 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. 1. უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. 2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს, ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს შენობაში. 3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს. |