Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2166 4. სასამართლო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ნაწილობრივ დამტკიცება გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მითითებული ვადის შეცვლას. სასამართლო მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების საფრთხის რეალურობის გათვალისწინებით. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემი პოლიციის უფლებამოსილი პირის ან სასამართლო პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვას და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2166 5. მოსამართლე უფლებამოსილია სასამართლო პროცესის მონაწილე მხარის (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს. 6. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იყოს ასახული მოძალადისთვის დაწესებული შეზღუდვები და მსხვერპლის დასაცავად განსაზღვრული ღონისძიებები. 7. სასამართლო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედების ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადის განსაზღვრისას სასამართლო სხდომაზე პოლიციის უფლებამოსილი პირის ან სასამართლო პროცესის მონაწილე სხვა პირის დასწრების შემთხვევაში სასამართლო ისმენს მის პოზიციას. 8. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში მიეთითება: ა) ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლოს დასახელება; მოსამართლის სახელი და გვარი; გ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2166 ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი. 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი. 2. ელექტრონული ზედამხედველობა წესდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 3-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. 3. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2166 დ) მოძალადის, მსხვერპლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ე) სასამართლო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე; ვ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება; ზ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემას; თ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადა; ი) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ; კ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე მსხვერპლის თანხმობა, არასრულწლოვანი მსხვერპლის შემთხვევაში − მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; ლ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2166 მ) სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად. 9. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. ეს გადაწყვეტილება დგება რამდენიმე ეგზემპლარად, რომელთაგან 1 რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება: ა) მოძალადეს; ბ) მსხვერპლს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს; ე) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემ ორგანოს; ვ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ საკითხი არასრულწლოვან მსხვერპლს ეხება. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2166 10. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10-1 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 24 საათის განმავლობაში პოლიცია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით. სასამართლო ამ მიმართვის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს აღნიშნულ საკითხს და ამ მუხლის მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესების დაცვით იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების ან ძალაში დატოვების შესახებ. |