FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  26

სუბიექტებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას:
    ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით;
    ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით;
    გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით;
    დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  26

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  26

3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს წერილობითი გაფრთხილება ეგზავნება. წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარუდგენლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სამსახური სუბიექტს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად ფულადი ჯარიმის შესახებ აქტით დამატებით ვადას განუსაზღვრავს. სამსახურის მიერ სუბიექტისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
4. სამსახური სუბიექტს რისკების მართვის სისტემის საფუძველზე შეისწავლის. რისკების მართვის სისტემაში არსებული და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სამსახური იღებს სუბიექტისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებას.