FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საჯარო სამსახურის შესახებ

article  24

საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.
1. ყველა საჯარო დაწესებულებაში იქმნება ადამიანური რესურსების მართვის ერთეული (მას წარმოადგენს დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (ქვედანაყოფი) ან შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი მოხელე). საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულთან თანამშრომლობს და მას მეთოდურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
2. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული შეიმუშავებს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და უზრუნველყოფს მის აღსრულებას. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, ის პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვისთვის.