Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგოეფექტურობის შესახებ article 7 სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება. სამინისტრო საერთაშორისო და რეგიონალურ დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციითა და თანხების მობილიზაციით პოპულარიზაციას უწევს, ხელს უწყობს და ახორციელებს შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში შემდეგ პროგრამებს, ღონისძიებებსა და საქმიანობებს: ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვა; ბ) შენობების, მრეწველობის, ტრანსპორტის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის წახალისება; გ) ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 7 სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება. . დ) მრეწველობაში ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამები; ე) სატრანსპორტო საშუალებების ეკომართვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება; ვ) ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების, მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმლებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების დანერგვის, პროგრამები. |