FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  4

დამოუკიდებელი ცხოვრება.
1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის სრულყოფილ მონაწილეობას სხვებთან თანასწორად, აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერი მომსახურების და საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტების, ასევე კომუნიკაციის საშუალებების ხელმისაწვდომობას, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულყოფილი მონაწილეობისათვის აუცილებელია. კომუნიკაცია მოიცავს: ენას, აფიშირებულ ტექსტს, ბრაილს, ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილ შრიფტს, ხელმისაწვდომ მულტიმედიას, აგრეთვე წერით საშუალებას ან აუდიოსაშუალებას, გამარტივებულ ენას, წამკითხველ პირს, კომუნიკაციის გამაძლიერებელ და ალტერნატიულ მეთოდებს, საშუალებებსა და ფორმატებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ჩათვლით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  4

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, უფლებამოსილია დაამუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემები გადასცეს სხვა პირს/ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესაბამისი სარგებლის მისაღებად.
3. სახელმწიფო აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებას, თავად შეარჩიოს საცხოვრებელი ადგილი. აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის იძულება, ცხოვრობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, თუ ეს განპირობებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებლობით ან/და პენიტენციური სისტემის სპეციფიკით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  4

4. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა და აკრძალულია მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, კორესპონდენციასა და სხვაგვარ კომუნიკაციაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა.
5. სახელმწიფო ხელს უწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო სერვისების, სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავებასა და დანერგვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
    ა) პრაქტიკული ბარიერების, წინააღმდეგობებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას;
    ბ) პერსონალური ასისტენტის სერვისით სარგებლობა;
    გ) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო დამხმარე საშუალებებით სარგებლობა;
    დ) დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით, მხარდაჭერითა და კონსულტაციით სარგებლობა;
    ე) ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვებთან თანაბარ პირობებში;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  4

ვ) ფიზიკური გარემოს, შენობა-ნაგებობის, გზის, ტრანსპორტის, ინფორმაციის, საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო დაწესებულების, სამუშაო ადგილის, კომუნიკაციის ტექნოლოგიისა და სისტემის, საზოგადოებისათვის ღია ობიექტის, სასწრაფო-საავარიო და სხვა მომსახურების სხვებთან თანასწორი ხელმისაწვდომობა;
    ზ) საზოგადოებრივი ობიექტის, საჯარო დაწესებულების და სხვა მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომობის სტანდარტების და სახელმძღვანელო ორიენტირების დაცვა;
    თ) ამ კანონით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ასევე იმ პირთა მონაწილეობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და მათი პირობების გაუმჯობესებასთან.