FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ

article  1

ვ.ე) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმიანობაზე (მათ შორის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციაში შეყვანასთან, მომსახურებასთან, წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, უკონტროლო რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებზე).
3. ეს კანონი არ ვრცელდება რეგულირებიდან ამოღებულ, განთავისუფლებულ და გამორიცხულ რადიოაქტიურ წყაროებსა და საქმიანობებზე, რომელთა დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომ – მარეგულირებელი ორგანო) უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, დაადგინოს ამ დონეების განსხვავებული სიდიდეები მოცემული შემთხვევისათვის.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ

article  1

კანონის რეგულირების სფერო.
1. ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ახორციელებენ ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას, ასევე ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უსაფრთხოების (დაცულობის) ღონისძიებებს.
2. ეს კანონი ადგენს:
    ა) რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის და რადიაციული დასხივების გამომწვევი ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების უსაფრთხოების პრინციპებს;
    ბ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვის სისტემას;
    გ) რადიაციული ავარიული სიტუაციის შედეგად რადიაციული დასხივების შემცირების ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებებს;
    დ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან უსაფრთხო მოპყრობის ვალდებულებებს;
    ე) შესაძლებლობის ფარგლებში ბუნებრივი რადიაციული დასხივების შემცირების ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების ვალდებულებებს;
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ

article  1

ვ) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებულ და რადიაციული დასხივების გამომწვევ შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებზე (გარდა მაიონებელი გამოსხივების წყაროების სამხედრო მიზნით გამოყენებისა): ვ.ა) რადიოაქტიური მასალების წარმოებაზე, ფლობაზე, შენახვაზე, გამოყენება - მოხმარებაზე, იმპორტზე, ექსპორტზე, ტრანზიტსა და ტრანსპორტირებაზე, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების და ბირთვული ტექნოლოგიური სიახლეების ექსპორტსა და იმპორტზე; ვ.ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტებისთვის მიწის ნაკვეთის შერჩევაზე, დაპროექტებაზე, რადიაციული უსაფრთხოების შეფასებაზე, საქმიანობის ან საქმიანობის პროექტის მოდიფიკაციაზე, ექსპლუატაციიდან გამოყვანასა და ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიაზე; ვ.გ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავებაზე, შენახვა-დასაწყობებასა და განთავსებაზე; ვ.დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში გამოყენებაზე;