Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ article 15 გარდამავალი დებულებები. 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე; ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე; გ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნიდან 1 თვის ვადაში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებამდე. 2. საქართველოს მთავრობამ აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების დამტკიცებამდე. 4. (ამოღებულია - 01.11.2019, №5274)ა. 5. სახელმწიფო ქონების მმართველმა უზრუნველყოს ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის შესაბამისი ქონების გადაცემა მისი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში. |