Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 42 მეზღვაურისათვის დადგენილი, უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მინიმალური მოთხოვნები. 1. მეზღვაურმა უნდა გაიაროს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან მას უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად. იგი ასევე ვალდებულია შეესაბამებოდეს ამ ნაწილით გათვალისწინებულ კომპეტენციის სტანდარტებს. 2. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წვრთნის ან ინსტრუქტაჟის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს გემის უშიშროებასთან დაკავშირებული გაცნობითი კურსი და უშიშროების უნარ-ჩვევების საწვრთნელი კურსი ან ჩატარებული აქვს ინსტრუქტაჟი. 3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც გაიარა შესაბამისი წვრთნა ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კომპეტენციის განახლების საჭიროება. 4. მეზღვაური, რომელსაც დაკისრებული აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების შესრულება, უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-6−მე-8 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 42 5. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ მოიცავს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსის შესაბამის კვალიფიკაციას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებების კურსი. 6. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული წვრთნისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები იმ მეზღვაურისთვის, რომელმაც მიიღო კომპეტენცია ამ კანონის ამოქმედებამდე, შეუდაროს STCW-ის კოდექსის A-VI/6 ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვროს ამ მეზღვაურის კვალიფიკაციის განახლების საჭიროება. |